|
|
საქართველოს Georgia Rugby League |
|||||||||||
|
არა-ოფიციალური საითი |
||||||||||||
|
ფერხული
ცამეტი ქართველი Perkhuli
Tsameti Kartveli
პრეზიდენტი
დროებითი
გამგეობა
კახა ალანია
ნოდარ ანდღულაძე
გიორგი ასათიანი
კახა კობახიძე
სერგი ცანავა ოფისი Office
თბილისი
0162
Fourth
Level
ტელეფონი
Phone
დიდი რაგბი |
ჩვენები აგვისტოს ბოლოს ლონდონში გამართულ რლეფ-ის თავყრილობას არ დასწრებიან და თამაშის შემოსვლიდან ორ წელში არც ერთმანეთში ულიგავიათ. რლეფ-იც აღარ ზრუნავს ევროპის კიდეზე მდებარე, უდიდესი პოტენციალის ქვეყანაზე. ჰოდა, სექტემბრის ბოლო კვირაში მსოფლიო თასის შესარჩევთა განრიგში ჩვენი სახსენებელი საერთოდ გაქრა >> იხილეთ ბმულები ინგლისურ სვეტში შესარჩევები არ ემთხვევა 19/07 ბარემ ერთი თვე გავიდა მას აქეთ, რაც "ცამეტი ქართველისა" და "რუსი დათვების" ლიგაობა ჩაიშალა. მატჩის ორგანიზატორმა, რაგბილიგის ევროპის ფედერაციამ (რლეფ) თავიდანვე გამოაცხადა, ვითარებას შევისწავლით და განაჩენს მერეღა გამოვაქვეყნებთო, მაგრამ საქმეს აქამდე ვერ დაადგა თავი. სამაგიეროდ, 2008 წლის მსოფლიო თასის შესარჩევთა მთელი სტრუქტურა გაცხადდა, ჩვენები კი შემოდგომაზე თურმე საშინაო ცხრაკაცის მოწყობას აპირებენ. სრულად 51 ლუჟნიკში ჩაიშალა 19/06 რუსეთთან 13 ქართველის რკენა, რომელიც ლუჟნიკში 22 ივნისს იყო დანიშნული, აღარ შედგება. განაჩენს 13-კაცელთა ევროპული ორგანო (რლეფ) სათანადო მოკვლევის შემდეგ გამოიტანს და ერთმანეთთან უთამაშებელ მეზობლებს 2008 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ პულებში მიუჩენს ადგილებს 50 ცამეტის ათი ლელო! საქართველო 57:16 ჰოლანდია 26/05 რაგბილიგის მოთამაშე ცამეტმა ქართველმა შექმნიდან მეექვსე მატჩი გამართა, ვაკეში დიდძალი საზოგადოება მიიზიდა, გულიანად შეასრულა ფერხული, გემრიელად იბურთავა, მეოთხედ გაიმარჯვა და ავსტრალიაში 2008 წელს დანიშნული მსოფლიო თასის შესარჩევი პროცესის პირველი ზღუდე დაძლია. სრულად 49 ჩქარი, ხისტი და უწყვეტი 25/05 კვლავ ჩამოგვაკითხა მაგარმა საბურთაო შოუმ, 13-კაცა რაგბმა, სხვა ტერმინოლოგით კი რაგბილიგამ. ვაკეში პარასკევს, საღამოს შვიდზე, ერთიანად შინ მოთამაშე მორაგბეებით დაკომპლექტებული "ცამეტი ქართველი" ჰოლანდიის "ორანიეს" უხვდება და თუ გაიმარჯვებს, 2008 წელს ავსტრალიაში დანიშნული მსოფლიო თასის შესარჩევებში მომდევნო სტადიაზე გავა. სრულად 48 მეკოს ლიგური შოუ საქართველო 45:10 სერბეთი 14/05 ქართულ რაგბილიგას ახალი ვარსკვლავი ჰყავს: ლელოელმა მერაბ კვირიკაშვილმა, ვინც ჯერ კიდევ 2003 წელს, ავსტრალიაში გამართულ მსოფლიო თასზე დაახსომა ჩვენს ფანობას თავი, შაბათს, ბელგრადში პირველად ითამაშა 13-კაცა რაგბი და 25 ქულა პირადად მოინაგრა. სრულად 47 ორივე ყაიდაზე 12/05 ამ უქმეებზე პირველადაა, რომ ოვალური ბურთით მოთამაშე უკეთესი ჩვენებურები ერთბაშად ორ ყაიდაზე ატარებენ სანაკრებო მატჩს: შაბათს, ბელგრადში, შარშანღა შექმნილი "ცამეტი ქართველი" რაგბილიგაში გაეჯიბრება სერბეთის "თეთრ არწივებს", კვირას, ოსაკაში კი უკვე გვარიანი ტრადიციის მქონე "ბორჯღალოსნები" იაპონიის "მოყვავილე ალუბლებს" გაუმარათვენ რაგბის ტესტს. სრულად 46 დადგინდა ლიგის ფორმულა 21/02_2006 13-კაცა რაგბის, იგივე რაგბილიგის, ქართველ მიმდევართა სეზონის კონტურები გამოიკვეთა. ეროვნული ნაკრები "ცამეტი ქართველი" აპრილ-ივნისში მსოფლიო თასის წინასწარ შესარჩევში ილიგავებს და ამ ზღუდეს რომ დაძლევს, 2006 და 2007 წლების ოქტომბერში ძირითად შესარჩევშიც იბურთავებს. სრულად 45 რლეფ-ის დიდი იმედი 08/12_2005 რაგბილიგის მრავალწლიანი საერთაშორისო კალენდარი თანდათან ისახება. შემდეგი, XIII მსოფლიო თასი 2008 წელს, ავსტრალიაში რომ გაიმართება, ეგ ნოემბრის ბოლოს, ჟილეტის სამი ერის ფინალის წინ გადაწყდა, მას აქეთ კი ბრიტული ლიგის მამამ, რიჩარდ ლუისმა 2013 წლამდეც გაამხილა გეგმა. ამასობაში ევროპული რლეფ-იც გამოეხმაურა მსოფლიო თასის დანიშვნას და ცამეტი ქართველისთვის საგულისხმო ცნობა გაავრცელა. სრულად 44
ზელანდია ლიგაშიც პირველია! 29/11 სენსაციურად დასრულდა რაგბილიგის სეზონი. ახალი ზელანდია რაგბში პარპაშს აღარ დაჯერდა და მეზობელ ავსტრალიას 13-კაცა თამაშის მეუფის წოდებაც ჩამოართვა. კივებმა კენგურუები ელიტარული, ჟილეტის სამი ერის ფინალში ლიდსში მოსრეს. იქვე საბოლოოდ გადაწყდა, რომ 2006 წლის ჟილეტსა და 2008 წლის მსოფლიო თასსაც ავსტრალია უმასპინძლებს, და ეროვნული ნაკრების შემადგენლობის მარეგულირებელი ახალი კანონიც დამტკიცდა. სრულად 43 სამხრეთელ სტუმართა ფინალი 23/11 რაგბილიგის (13-კაცა რაგბი) ელიტარული შეჯიბრების, ჟილეტის სამი ერის ფინალში, რომელიც ბრიტანეთში გაიმართება, ავსტრალია და ახალი ზელანდია შეიბმებიან. სტუმრებმა ჟილეტიდან თავისუფალ უიკენდებზე ერთა თასის მფლობელ საფრანგეთსაც ჩააკითხეს და ძლიეს, წლის საუკეთესო ლიგელის სარგო ოქროს ბუცი კი ოზ ენტონი მინიჩელოს გადაეცა. სრულად 42 ფრანგებს ორივე ეწვევა 08/11 უქმეებზე 13-კაცა რაგბში, ანუ რაგბილიგაში ფაქტობრივად გამოვლინდნენ ჟილეტის სამი ერის ფინალისტები, ევროპის ერთა თასი კი საფრანგეთმა შემართა. სრულად 41 ლიგური ჰაკა ლონდონში 31/10 რაგბილიგის სანაკრებო სეზონის თვალი, ჟილეტის სამი ერი ზღვისრეთიდან ბრიტანეთში გადაბარგდა. იქაური ლომები ჯერ ზელანდიის კივებმა მოიკითხეს და ლონდონის საფეხბურთო კლუბის, ქვინზ პარკ რეინჯერზის მყუდრო სტადიონზე ამაღელვებლად ძლიეს. ახლა სიტყვა ავსტრალიაზეა, ვინც 13-კაცა თამაშში ყველაფრის ჩემპიონია. თუ ამ შაბათს კენგურუებიც გაასაღებენ ლომებს, მაშინ თვის ბოლოს, ფინალში ნაღდად ზღვისრეთელები შეიბმებიან. სრულად 40
რაგბილიგის საქართველო 0:60 საფრანგეთი 30/10 რაგბილიგის ეროვნულმა ნაკრებმა, ცამეტმა ქართველმა ექვსთვიან ისტორიაში მეოთხე მატჩი გამართა მსოფლიოს მეოთხე გუნდთან, საფრანგეთის მამლაყინწებთან და ათი უპასუხო ლელო გაუშვა, მაგრამ ჩვენი ბიჭების საძაგებლად ენა არავის მოუბრუნდება. სრულად 39
რაგბილიგა 28/10 ვისაც ნაღდზე უნაღდესი, ზეპური რაგბილიგის ხილვა თვალდათვალ სწადია, კვირას, საღამოს შვიდი საათისთვის ვაკეში, ლოკომოტივზე უნდა მიბრძანდეს და ორი ლარი გაიღოს. იმ დროს იქ ერთა თასის პროგრამით ჩვენი ცამეტი ქართველი ებურთავება საფრანგეთის მამლაყინწებს, რომელთაც 13-კაცა თამაში სიყრმიდანვე აქვთ შეთვისებული და ჯილდოს შემართვის უპირველესი ფავორიტებიც არიან. სრულად 38
მამლაყინწები 27/10 კვირას ვაკეში, ლოკომოტივზე დიდი რაგბია. ჩვენთვის ახალი თამაშობის, ლიგის მიმდევარი ცამეტი ქართველი ერთა თასზე მასპინძლობს საფრანგეთის მამლაყინწებს, ვინც ბოლოდროინდელ შედეგთა გათვალისწინებით მსოფლიოში უდაოდ მეოთხე გუნდია და თბილისში სტუმრობიდან კვირის თავზე შინ ნაღდად შემართავს ჯილდოს. სრულად 37 კენგურუს ჯოი გამოაკლდა 25/10 რაგბილიგის სამ ერში, წელს მეორედ რომ ტარდება და მოსახელე სპონსორად კვლავ ჟილეტი ჰყავს, დასრულდა ზღვისრეთული სტადია. ამ შაბათს შეჯიბრება ბრიტანეთში გაგრძელდება და ნოემბრის ბოლო შაბათს იქვე ფინალით დაგვირგვინდება. სრულად 36
რუსეთმა ლიგის საქართველო 14:48 რუსეთი 23/10 მარცხიანი გამოდგა ცამეტი ქართველის უმაღლესი რანგის ევროპული დებიუტი: რაგბზე გაზრდილი და აქამდე ერთიანად მასში ჩაბმული ჩვენი ბიჭები, რომელთაგან ყველაზე გამოცდილებიც ცხოვრებაში ოდენ მესამედ თამაშობდნენ მონათესავე 13-კაცას, მოსკოვში, ლუჟნიკის ხელოვნურ ბალახზე ვერაფერს გახდნენ რუს დათვებთან, რომელთაც აგერ უკვე 15 წელია ხელობად რაგბზე უფრო ძალისმიერი, ჩქარი და პირდაპირი ბურთაობა აურჩევიათ. სრულად 35 ცამეტი ქართველი არაფერს დათმობს
21/10
კვირას, ჩვენებურად 15 საათზე,
რაგბილიგის ეროვნული ნაკრები, ცამეტი ქართველი მოსკოვში, ლუჟნიკის ხელოვნურ
ბალახზე ერთა თასის მატჩში მასპინძელ დათვებს ებურთავება. ჩვენები რუსეთს
პარასკევს, დღისით გაფრინდნენ, მანამდე კი ლაგოდეხის ტურბაზასა და ოლიმპის
აკადემიაში ემზადნენ თამაშისთვის, რომლითაც 15 წლის წინ, ნეტარი საბჭოეთის
დაქუცმაცების გამო მოშლილი რკინიგზული დარბი სხვა ფორმით აღორძინდება.
სრულად
34 12-ლელოიანი თრილერი 19/10 ჩვენი "13 ქართველი" ამ უქმეებზე ევროპის "ერთა თასში" პირველად რომ ჩაებმება, აი, სწორედ მაგ თამაშში, ოფიციალურად "რაგბილიგაში", მოკლედ კი "ლიგაში", ორი დიდი შეჯიბრი ახლახანს დასრულდა და უმალ მესამე, საერთაშორისო სეზონის თვალი დაიწყო. სრულად 33 80-ქულიანი რბევა 17/10 უქმეებზე რაგბილიგის "ერთა თასი" გაჩაღდა. ჩვენი "13 ქართველის" მეტოქეებმა, საფრანგეთმა და რუსეთმა წვიმაში იბურთავეს. ამასობაში "ძაან სხვანაირი რაგბის" კავკასიელი პიონერები ლაგოდეხს ჩავიდნენ სავარჯიშოდ, რათა 23 ოქტომბერს ლუჟნიკში და 30 ოქტომბერს ვაკეში ძალუმად ილიგაონ. სრულად 32 "მამლაყინწები" სალიგაოდ ჩამოვლენ 28/09 გადაწყდა! ევროპულმა რლეფ-მა საქართველო ლიგის (13-კაცა რაგბი) წლევანდელ "ერთა თასზე" დაუშვა. "ცამეტ ქართველს" 23 ოქტომბერს ლუჟნიკებში რუსეთთან ელის ბურთაობა, 30 ოქტომბერს კი ეროვნულზე საფრანგეთი გვეწვევა. ამის კვალად საქართველოში ურუგვაი და ჩილე ჩამოვლენ "კოპაზე" რაგბის სათამაშოდ. ჰოდა, ჩვენს ფანობას ზედიზედ სამ უიკენდზე ელის ოვალურ-ბურთა სეირი. სრულად 31 ერთა თასი
კვი
23/10 წავლენ თუ არა? 22/09 საქართველო მოზარდ ლიგელთა მსოფლიო პირველობას გამოაკლდა. 8-გუნდა შეჯიბრი პარასკევს მოსკოვში იწყება, მაგრამ "ლიგური რაგბის ეროვნულმა ფედერაციამ" (სლრეფ) ოთხშაბათ ღამით სრულიად რაგბილიგის სამყაროს ოფიციალურად ამცნო, რომ რაღაი ევროპულმა რლეფ-მა სლრეფ-ს მეთვალყურის სტატუსი ჩამოართვა და მის ნაცვლად იგი ალტერნატიულ "13-კაცა რაგბის ფედერაციას" (ს13კრფ) უბოძა, ამად სლრეფ-ი რლეფ-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში აღარ იმონაწილევებს და "ლუჟნიკში" აღარც მოზარდებს მიავლენს. სრულად 30 რაგბილიგის მართვა მოთამაშეებმა ჩაიბარეს 09/09 ქართულ რაგბილიგაში ხელისუფლება შეიცვალა. ჩვენში 13-კაცა თამაშის შემოსვლიდან წლის თავზე ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა საკუთარი ფედერაცია შექმნეს და ევროპის რლეფ-მაც იგი ცნო საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ერთადერთ წარმომადგენლად, ხოლო აქამდე არსებულ ორგანიზაციას უფლებამოსილება შეუწყვიტა. ასე რომ, კაცთა "13 ქართველსა" და 16-წლამდელ მოზარდთა ნაკრებსაც ახალი უფროსობა გადაიბარებს. სრულად 29 "ფერხულის" დამწყები ფინალს დაესწრო 30/08 ორშაბათს 13-კაცა რაგბი, იგივე რაგბილიგა ანუ ლიგა, 110 წლისა მოიყარა. მანამდე, შაბათს, გადაჭედილ "მილენიუმზე" ფრიადი დრამა დატრიალდა უძველესი "გარდამავალი თასის" ფინალში და ფავორიტი ერთი ქულით დამარცხდა. გამოქვეყნდა განრიგი მოზარდთა მსოფლიო თასისა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს. გაირკვა, რომ საფრანგეთი "ერთა თასის" ყველა მატჩს შინ გამართავს და ისიც გაცხადდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ლიგელის, ოზი ენდრიუ ჯონსის სამსახური დროებით დაიბევა ინგლისურმა კლუბმა. სრულად 28 ლიგას მოზარდებიც ეზიარებიან 11/08 "ქართული რაგბილიგა" აღარა ხუმრობს. კაცებმა წლევანდელ "ერთა თასზე" ასპარეზობის უფლება ხომ მოიპოვეს და ახლა მოზარდები ემზადებიან მსოფლიო პირველობისთვის. ამასობაში, შემოდგომაზე "13 ქართველის" მეტოქეებმა, საფრანგეთმა და რუსეთმა საშინაო ფინალები გამართეს, ინგლისში კი უძველესი ლიგური თასის მოცილეები გამოვლინდნენ. სრულად 27
საქართველო 26/07 მოიგო "ცამეტმა ქართველმა" კვირას ზედიზედ მეორე შესარჩევი მატჩიც, საერთაშორისო რაგბილიგის სამი ახალბედას ერთწრიან შეჯიბრში დამაჯერებლად იპირველა და იმის უფლება მოიპოვა, რომ შემოდგომაზე "ერთა თასის" მესამე გათამაშებაში აქამდე უცვლელი ჩემპიონი, ინგლისი შეცვალოს. ჩვენს საკითხს რაგბილიგის ევროპული ფედერაცია (რლეფ) მალე განიხილავს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საქართველოს ტურნირში ნაღდად ჩააბამს. სრულად 26
რაგბილიგამ
ქართული საქართველო 44:12 სერბეთი 24/07 ჩვენი სპორტული ოჯახის უმრწემესი წევრი, რაგბილიგა საზოგადოებას გამარჯვებით გაეცნო. "13 ქართველის" წევრებმა კვირა ღამით, "ეროვნულზე" ჯერარნახული შოუ დადგეს და საშინელ პაპანაქებაში ძაან გულიანადაც იბურთავეს. სრულად 25
13 ქართველი
22/07
კვირას, ეროვნულზე, საღამოს ცხრის
ნახევარზე, ათასობით ქართველი იმისთვის მივა, რომ ახალ საქმეს შეჭიდებულ "13
ქართველს" დაუჭიროს მხარი და ბურთაობის აქამდე უცნობი სახეობა, რაგბილიგა
დაამუღამოს. ჩვენი ბიჭები, უკლებლივ ყველანი, მოქმედი მორაგბეები არიან და
როგორც მათი წარმომავლობის ხალხსა ჩვევია, მოედანზე თავს არ დაზოგავენ, რათა
სერბეთზე გამარჯვებით "ერთა თასზე" ასპარეზობის უფლება მოიპოვონ.
სრულად
24 ორგზის ნაზიარებნი 21/07 კვირას, საღამოს ცხრის ნახევარზე, ჩვენი რაგბილიგის ნაკრებ "13 ქართველს" ეროვნულზე, "ერთა თასის" შესარჩევ მატჩში ებურთავება სერბეთი, ვისაც 13-კაცა თამაშში საქართველოზე მეტი ტრადიცია ხომ აქვს და სრულიად რაგბის საერთაშორისო თემშიც იმითაა უნიკალური, რომ ლიგას ორჯერ, 48 წლის შუალედით ზიარებია. სრულად 23
ბოჭვა სასტიკი, 20/07 კვირას, ეროვნულზე, საღამოს ცხრის ნახევრიდან, ჩვენი ფანობა აქამდე დამუღამებულიდან ძაან განსხვავებულ რაგბს იხილავს: ლიგის პიონერები, თიკუნად "13 ქართველი" რომ აურჩევიათ, სულ ხელდახელ იბურთავებენ, ოვალს აუტში თითქმის არ დაარტყამენ, სტუმარ სერბებს აიტაცებენ და მიწაზე მწარედ დაანარცხებენ, მოედნის მთელ განს გამოიყენებენ და გაუთავებელი ზედახორებითა და ბურთისთვის ჯაჯგურით გულს არ გაუწვრილებენ მაყურებელს. სრულად 22 "ჯოიზე" მოთქვამენ 19/07 კვირას, ეროვნულზე, რაგბილიგის აქაურ მესვეურთა ნაკრები, "13 ქართველი" "ერთა თასზე" მოსახვედრად სერბეთს მასპინძლობს. თამაში ღამის ცხრის ნახევარზე იწყება და პირველი არხით პირდაპირ გადაიცემა. თავად "ერთა თასი" 13-კაცა ბურთაობაში ახალი ხილია და რაგბელი სეხნიისა არ იყოს, ჯერაც ბევრი უკლია ელიტურობამდე. სრულად 21 კვირას ლიგას ვიხილავთ! 18/07 კვირა საღამოს, ეროვნულზე, ჩვენს ფანობას ჯერარნახული სეირი ელის: სულ სხვანაირი, 13-კაცა, ძაან ჩქარი, სასტიკი და გაშლილი რაგბის, ანუ ლიგის, ქართველი პიონერები სერბეთს "ერთა თასზე" მოსახვედრად ებურთავებიან, თამაშამდე კი მეტოქეს ილიკო სუხიშვილისეული "ფერხულით" მოიკითხავენ. ამით ჩვენში ნაახალწლევსღა დანერგილი თამაში საზოგადოების სამსჯავროზე გამოვა და იმედია, ქომაგსა და მიმდევარს მრავლად გაიჩენს. სრულად 20
"13 ქართველი" 28/06 ლამის ორთვიანი დუმილის შემდეგ კვლავ ახმიანდა "ქართული რაგბილიგა". 13-კაცა ბურთაობის აქტივი სამშაბათს, სპორტის დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში მედიას შეხვდა და ამცნო, თუ როგორ ემზადება "13 ქართველი" 24 ივლისს, თბილისში გასამართი "ერთა თასის" შესარჩევი მატჩისთვის, რომელშიც ჩვენი მეტოქე სერბეთი იქნება. სრულად 19
"ერთა თასი": რაგბის 19/06 თავიანთი "ერთა თასი" აქვთ ძაან სხვანაირი, 13-კაცა, ლიგური რაგბის (მოკლედ "ლიგა") მიმდევრებსაც. ეს ვაჟკაცური თამაშობა ჩვენში წელსღა დაინერგა და თუმც ორი ქართული გუნდი ერთურთს ჯერ არ შებმია, ეროვნულმა ნაკრებმა, "ცამეტმა ქართველმა" კი მოასწრო ჰოლანდიაში ჩასვლა და იქაურთა 34:14 გაბითურება. სრულად 18
ჩვენი ჯიგარი საქართველო 34:14 ჰოლანდია 4/05 წითელ პარასკევს ქართული რაგბილიგის მატიანეში სასახელო ფურცელი ჩაიწერა. ალისფლად შემოსილმა და ჯვრით მკერდ- დამშვენებულმა "ცამეტმა ქართველმა" პირველად ითამაშა ჩვენთვის აქამდე უცნობი სპორტი და შორეულ ჰოლანდიაში დამაჯერებლად გაიმარჯვა, რითაც 13-კაცა რაგბს შინ ნათელი მომავალი დაუბევა. სრულად 17
რვა
(შვიდი!) ლელო 30/04 გამარჯვებით გავიდა საერთაშორისო ასპარეზზე "ქართული რაგბილიგის" ნაკრები "13 ქართველი". ძაან სხვაგვარი, 13-კაცა რაგბის ქართველმა პიონერებმა პარასკევს როტერდამის პორტში, დაბა ჰუკში, 150 მოსეირის თვალწინ 34:14 ძლიეს ჰოლანდიის "ორანიე". სრულად 16
13
ქართველი - ორანიე
ჩვენი რაზმი
ნიჭის და ალღოს 26/04 მოახლოვდა "13 ქართველის" საერთაშორისო ნათლობა. "ქართული რაგბილიგის" ნაკრები ოთხშაბათს, გამთენიისას გაფრინდებოდა ჰოლანდიას, სადაც როტერდამის პორტში, სხვაგვარად ჰუკ-ფან-ჰოლანდი რომ ჰქვია, ფეხბურთის კლუბის სტადიონზე პარასკევს, 29 აპრილს, ჩვენებურად ღამის ცხრა საათზე ებურთავება მასპინძელ "ორანიეს". სრულად 15
ჰოლანდია 19/04 "ქართულ რაგბილიგას" ბოლო ხანს საქმე უკეთ წაუვიდა. ის იყო, შეპირებული ევროპული გრანტის მიუღებლობის გამო "13 ქართველს" ნათლობის ტესტი ეშლებოდა, რომ ჩვენში 13-კაცა ბურთაობის დანერგვის თაოსნები ჯარასავით დატრიალდნენ და საჭირო თანხა მისხალ-მისხალ მოაგროვეს. ჰოდა, დღესდღეობით წყალი არ გაუვა იმას, რომ საქართველო ჰოლანდიას იქეთა პარასკევს, 29 აპრილს, ჩვენებურად ღამის ათის ნახევარზე, ჰუკ-ფან-ჰოლანდში ელიგავება. სრულად 14
"13 ქართველის" 30/03 "13 ქართველის" საბურთაო ნათლობა თვის ბოლოსთვის გადაიდო. "ქართული რაგბილიგის" ნაკრები ამ შაბათს, 2 აპრილს, როტერდამში უნდა შეხვედროდა ჰოლანდიას, მაგრამ ბოლო მონაცემებით თამაში დაბა სასენჰეიმში, პარასკევს, 29 აპრილს, ჩვენებურად ღამის ათის ნახევარზე დაიწყება და ჰოლანდიელთათვის მნიშვნელობით მეორე დღესასწაულს, დედოფლის ღამეს (კონინხინე-ნახტ) დაემთხვევა. სრულად 13
"ქართული რაგბილიგა" 16/03 2 აპრილს "13 ქართველის" ნათლობა ნამდვილად შედგება. "ქართული რაგბილიგის" ნაკრები როტერდამში ებურთავება ჰოლანდიას, ვინც საქართველოში გავრცელებული რაგბისგან ძაან განსხვავებულ, 13-კაცა თამაშს ჩვენსავით ახლახანს ეზიარა, მაგრამ ბრიტანეთთან სიახლოვის გამო ლიგური რაგბის სამყაროში ჩვენზე უკეთ იცნობენ. სრულად 12 13 ქართველი და ევროპელი! 21/02 "ქართული რაგბილიგა" ევროპული რლეფ-ის სრულუფლებიან წევრად მიიღეს. ჩვენში 13-კაცა ბურთაობის დანერგვის თვალსაზრისით ეს სანიშანსვეტო მოვლენა 18 თებერვალს, ლონდონში მოხდა. იქვე გადაწყდა, რომ ევროპის "ერთა თასი" წელსაც აუცილებლად გაიმართოს, ოღონდ მონაწილეთა ნუსხა და შეჯიბრის ფორმატი დაუზუსტებელი დარჩა. სრულად 11
"13 ქართველი" 15/02 სპორტის აქაურ ფანობას ზელანდიელ მორაგბეთა "ჰაკას" დავიწყება მალე მოუწევს, რაღაი ქართველ რაგბილიგელთა "ფერხულთან" შედარებით ეგ განთქმული წინასამატჩო რიტუალი ბაგა-ბაღის ბავშვთა იწილო-ბიწილოდ გვიჩანს. სრულად 10
ევროპელმა სტუმარმა 8/02 ამ დღეებში სამი საგულისხმო მოვლენა მოხდა "ქართულ რაგბილიგაში": 13-კაცა ბურთაობას ნაზიარები ჩვენი ბიჭები პირადად გასინჯა ევროპის ლიგური რაგბის ფედერაციის (რლეფ) მთავარმა მოხელემ, შოტლანდიელმა კევინ რადმა; სპორტის დეპარტამენტმა საქართველოს ლიგური რაგბის ეროვნულ ფედერაციას (სლრეფ) საოფისე ფართი გამოუძებნა, თავად ლიგელებმა კი თამაშის წესები და ორი საპრომოციო ბუკლეტი გამოსცეს. სრულად 09 |
2008 RLWC INFO
>>
RLIF Match Cancelled 19/06 The final European Preliminary Group World Cup Qualifying match between the top two teams Russia and Georgia - due to be played in Moscow on Thursday 22nd June - has been cancelled due to the Georgian team experiencing visa and travel issues
Impressive Georgia Georgia 57-16 Holland 27/05 Georgia displayed striking Rugby skills in the burning atmosphere of the Vake Stadium, Tbilissi with a comprehensive ten try victory over combative Dutch on Independence Day
RLEF
Report
Dutch name squad 19/05 The Dutch Rugby League squad has been named ahead of their trip to the Georgian Capital Tbilissi next week where they play their second World Cup qualifying game against a home team fresh from their victory in Serbia Georgia 45-10 Serbia 13/05 Tsameti Kartveli defeated Serbia's White Eagles [Beli Orlovi] in Beograd by 45-10. Union reject Meko Kvirikashvili of Lelo RC scored three tries, kicked six goals and a field-goal [in all 25 pts = 3*4 pts + 6*2 pts + 1 pt]. The rest of tries were scored by Gugava (2), Assatiani, Udessiani Jnr and Nemsadze who hit post in the process, uprooted goal and as a result play was delayed for ten minutes while the hosts were repairing the woodwork
2008 World Cup switched 06/05 Rugby League would apply for GAISF membership
Holland, Serbia,Georgia and Russia sign up for World Cup 20/02 Georgia start with European Preliminary World Cup Qualifying Competition RLEF Meeting 13/02_2006 Delegates from a record 16 Europeans nations; England, France, Scotland, Ireland, Wales, Russia, Georgia, Serbia, Lebanon, Germany, Austria, Holland, Estonia, Morocco, Italy and newcomers Czechia attended the latest bi-annual RLEF board meeting, held in London Georgia jerseys for sale 03/12_2005 The latest Rugby League jerseys to become available to the wider sporting public are those from Georgia, who made their debut in the European Nations Cup this autumn More Order Beneath Source: RLEF RLEF welcomes World Cup announcement 01/12 European Development Officer Kevin Rudd has welcomed the announcement that the World Cup has been confirmed for Australia in the spring of 2008. At least two of the non-seeded places in the eagerly anticipated tournament are set to be awarded to European Nations More Source: RLEF
RLIF confirms 28/11 The Rugby League International Federation (RLIF) has confirmed after its Leeds meeting that 10 nations will compete in the Rugby League World Cup to be staged in the Southern Hemisphere [Australia & New Zealand] in 2008 More Source: RLEF
France outclass Georgia Georgia 0-60 France 30/10 Ten-try France were given a more than useful workout in preparation for next week’s European Nations Cup Final against the Welsh in a cold and wet Tbilissi by a committed and enthusiastic Georgian side who have made impressive strides in their debut campaign More Source: RLEF
Public Looking for
Georgia v France 28/10 The buzz is going around Georgian Capital Tbilissi: Les Chanticleers (Cockerels) are coming to play newly formed Tsameti Kartveli at Vake Stadium. Of course, nobody hopes that our boys will upset the fancied guests but local rugby loving public still looks forward to both great spectacle and master-class in Rugby League which should be delivered by ENC title favourites More About French Rugby League and their Elite Division Russia 48-14 Georgia 23/10 The Bears defied the heavy Moscow rain to sweep away the Georgians in the first ever international Eastern European Rugby League derby in front of an enthusiastic crowd More Source: RLEF
Georgia announce 21/10 Tsameti Kartveli will fly out at 2pm [10am GMT] on Friday and play Russia at 3pm [11am GMT] on Sunday at Lujhniki Arena
Railways into new League: 19/10 When Georgia visit Russia this Sunday to play their former masters at Rugby League for the first time ever, one can't avoid sense of deja vue: the old sporting foes have met hundreds of times on rugby field since early 1960s and even current squads bear similar, too strong Railways flavour. More Source: Qaflan XIII News About Russia Rugby League 2005 European Nations Cup format confirmed 27/09 The tournament will involve France, Ireland, Scotland, Wales, Russia and new entrant Georgia Georgia XIII Schedule Sun
23/10 v Russia (Away) ENC Director Graeme Thompson said: “By including Georgia for the first time, the RLEF are demonstrating that opportunities exist for other European Rugby League playing nations and this will further help to stimulate and sustain the sport across the continent”.
Source:
RLEF
Georgia wirhdrew 21/09 Despite of RLEF's decision to recognize newly founded GR13F instead of former GRLNF as their observers, the latter showed reluctance in handing over U16 matters to the GR13F who did not insist either on taking the charge of youth Last Friday (16/09) GR13F even officially endorsed U16 team to travel with the members of the [former] Federation ... in the best interest of the kids ... and due to time constraints and visa problems between the two neighboring countries thru their message to RLEF On their hand, GRLNF withdrew the team altogether on Wednesday (21/09) evening stating in their message that as a result of the RLEF's decision they couldn't field teams to the international competitions [held] on behalf of the RLEF. Consequently, they are sorry to announce the U16 team's withdrawal ...
League Change-over 09/09 In the best interests of fostering RL in Georgia the RLEF decided to withdraw observer status of the former GRLNF and hand it to newly founded GR13F. The latter, spearheaded by Georgia XIII old guard, operates from within Georgia and have already proved that they are smart enough to handle all League matters. This includes both Senior and U16 rep sides plus local club scene, development work and promotion
RLEF Decision
24/07 Georgia won the inaugural European Nations Qualifying Tournament with a superb 44-12, eight try victory over Serbia in front of over 8,000 wildly ecstatic fans in the National Stadium in the capital Tbilissi on Sunday evening
RLEF Report [edited]
Georgia Name Squad 22/07 GRL held media-function today at English Tea House, opposite Marjanishvili Theatre, in downtown Tbilissi and announ | ||||||||||